თამთა მეგრელიშვილი frigle States index 2024 წლის შედეგებზე: საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია – ასეთი ხელშესახები შედეგები მოაქვს პრაგმატულ მშვიდობაზე გათვლილ პოლიტიკას

„ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი „მშვიდობის ფონდის” მიერ გამოქვეყნებულ frigle States index 2024 წლის შედეგებს ეხმიანება, რომლის მიხედვით, სახელმწიფოებრივი სიმტკიცით საქართველო წინა წლებთან შედარებით 3 ადგილით დაწინაურდა და 69,3 ქულით ახალი საუკეთესო ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
მეგრელიშვილის თქმით, ეს და სხვა ასეთი ხელშესახები შედეგები მოაქვს პრაგმატულ მშვიდობაზე გათვლილ პოლიტიკას. მანვე აღნიშნა, რომ დღეს ქართული სახელმწიფო მდგრადი ინსტიტუციათა ერთობაა და რეგიონში მშვიდობის დერეფანია.
„„მშვიდობის ფონდმა” რომელიც საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციაა frigle States index 2024 წლის შედეგები გამოაქვეყნა.
მსოფლიოს ქვეყნები სახელმწიფოებრივი სიმტკიცით ყველაზე მყიფედან მტკიცე ქვეყნებამდე თანმიმდევრობის პრინციპით შეფასდა.
შეფასება 12 ძირითად ინდიკატორს ეფუძნება: უსაფრთხოება, ელიტური დანაწევრება, საზოგადოებრივი ჯგუფების უკმაყოფილება, ეკონომიკა, ეკონომიკური უთანაბრობა, პრობლემური ემიგრაცია, სახელმწიფოებრივი ლეგიტიმაცია, საჯარო სერვისები, ადამიანის უფლებები, დემოგრაფიული წნეხი, ლტოლვილები და დევნილები, საგარეო ინტერვენცია.
frigle States index 2024 წლის შედეგებით სახელმწიფოებრივი სიმტკიცით საქართველო წინა წლებთან შედარებით 3 ადგილით დაწინაურდა და 69,3 ქულით ახალი საუკეთესო ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველო სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში მოწინავეა და ის მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.
ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ამ წარმატებას, ეს და სხვა ასეთი ხელშესახები შედეგები მოაქვს პრაგმატულ მშვიდობაზე გათვლილ პოლიტიკას.
დღეს ქართული სახელმწიფო მდგრადი ინსტიტუციათა ერთობაა და რეგიონში მშვიდობის დერეფანია”, – წერს მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები