გია აბაშიძე: ჯეფრი საქსი სხვა დასავლელ გავლენიან აზრის შემქნელებთან ერთად, თეთრ სახლს ინტენსიურად მოუწოდებს, რომ უკრაინის გადასარჩენად დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება აგრესორ პუტინთან

ბოლო პერიოდში პროფესორი საქსი სხვა დასავლელ გავლენიან აზრის შემქმნელებთან ერთად, თეთრ სახლს ინტენსიურად მოუწოდებს, რომ უკრაინის გადასარჩენად დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება აგრესორ პუტინთან, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ამერიკელი პროფესორის, ჯეფრი საქსის განცხადებებთან დაკავშირებით.

აბაშიძის თქმით, ამერიკულ პოლიტიკურ სისტემაში ღრმად ჩახედული საქსიც აღიარებს, რომ აშშ-ის მთავრობა არასანდოა, თუმცა უკრაინის გადარჩენის და ბირთვული ომის თავიდან აცილების მიზნით, აშშ-ის მთავარი პასუხისმგებლობა პუტინთან მოლაპარაკებაა.

“კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომისტი და საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსი, ჯეფრი საქსი საკმაოდ წონადი ფიგურაა აშშ-ის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში. ბოლო პერიოდში პროფესორი საქსი სხვა დასავლელ გავლენიან აზრის შემქნელებთან ერთად, თეთრ სახლს ინტენსიურად მოუწოდებს, რომ უკრაინის გადასარჩენად დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება აგრესორ პუტინთან.

რასაკვირველია, ცხელთავიანი “გლობალური ომის პარტიის” ერუდიციაშიც შეზღუდული ნაცმსახურებისთვის პროფესორ ჯეფრი საქსისა და მისნაირი გრანდების ანალიზი და მოსაზრებები კოგნიციის მიღმაა, მათთვის მთავარია მარტივი, მავნებლური, დაზეპირებული “მესიჯბოქსის” ტირაჟირება.

ამერიკულ პოლიტიკურ სისტემაში ღრმად ჩახედული პროფესორი საქსი აღიარებს, რომ აშშ-ის მთავრობაც არასანდოა, თუმცა უკრაინის გადარჩენისთვის და ბირთვული ომის თავიდან ასაცილებლად, შეერთებული შტატების პრეზიდენტს დღეს ერთი მთავარი პასუხისმგებლობა აქვს – მოლაპარაკება პუტინთან.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის აზრით, უკრაინა ომის დროს ვერ გახდება ნატოს წევრი. იმ შემთხვევაში თუ ეს მოხდა, მსოფლიო ბირთვულ ომს მიიღებს. „თუ ბაიდენის გეგმაა ნატოს გაფართოება, მაშინ მშვიდობა არ იქნება. მაშინ მივიღებთ ღია ომს და ბოლოს ამ ომში დაიღუპება უკრაინა“, – მიიჩნევს საქსი.

ამერიკელ მკვლევარს მიაჩნია, რომ ომის წამქეზებელი ნეოკონსერვატორების თამაშს აყოლილი ბაიდენის ადმინისტრაცია სამყაროს აახლოებს ბირთვულ არმაგედონთან. პროფესორი საქსი ხაზგასმით ამბობს: პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა მიიღოს, რომ მოლაპარაკებები არ არის სისუსტის ნიშანი. როგორც კენედიმ თქვა – შიშის გამო არასოდეს წარმართოთ მოლაპარაკება, მაგრამ არასოდეს შეგეშინდეთ მოლაპარაკების. რეიგანმა კარგად აღწერა საკუთარი მოლაპარაკების სტრატეგია რუსული ანდაზის გამოყენებით – ენდე, მაგრამ შეამოწმე.

“ახლა რუსეთის წინადადებებს მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დახვდეს აშშ-სა და უკრაინის წინადადებები. თეთრი სახლი მოლაპარაკებებს ერიდება რუსეთის ამ წინადადებებზე უთანხმოების გამო. ვაშინგტონმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი წინადადებები და გადავიდეს ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე”, – მიაჩნია ამერიკელ პროფესორს.” – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები