დიმიტრი პესკოვი: მოსკოვი არასდროს არავისთან თანამშრომლობს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ

FILE PHOTO: Kremlin spokesman Dmitry Peskov attends a joint news conference of Russian President Vladimir Putin and Belarusian President Alexander Lukashenko in Moscow, Russia February 18, 2022. Sputnik/Sergey Guneev/Kremlin via REUTERS

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ვიეტნამში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო ვიზიტებზე დასავლეთის რეაქცია გაუგებრობას იწვევს, რადგან, მისი მტკიცებით, მოსკოვი არასდროს არავისთან თანამშრომლობს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ.

მისივე თქმით, ყველა კონტაქტი მიზნად ისახავს მხოლოდ იმ ქვეყნების ხალხების კეთილდღეობის გაზრდას, რომლებიც ამ ურთიერთობაში მონაწილეობენ.

„ეჭვი არ გვეპარება, რომ შეერთებული შტატები ზეწოლას მოახდენს ჩვენს ყველა პარტნიორზე, მაგრამ თანამშრომლობა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, აბსოლუტურად მოკლებულია ყოველგვარ კონფრონტაციას მესამე ქვეყნებთან მიმართებაში, ის ორმხრივად მომგებიანია და, რა თქმა უნდა, აკმაყოფილებს ჩვენი პარტნიორების ინტერესებს“, – აღნიშნა პესკოვმა.

მისივე თქმით, დასავლეთისთვის რუსეთის ნებისმიერი საგარეო პოლიტიკური აქტივობა უკიდურესად მტრულად აღიქმება.

„ეს იმიტომ, რომ რუსეთის ნებისმიერი საგარეო პოლიტიკური აქტივობა, თუნდაც ის კონცენტრირებული იყოს ჩვენი ქვეყნის უშუალოდ მიმდებარე რეგიონებში, უკიდურესად მტრულად აღიქმება“, – აღნიშნა პესკოვმა.

ინფორმაციისთვის, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 18-20 ივნისს ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში იმყოფებოდა, სადაც ხელისუფლებების წარმომადგენლებს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გააფორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები