მაია სანდუმ მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

მოლდოვის პრემიერმა მაია სანდუმ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, – ამის შესახებ ინფორმაციას მაია სანდუ სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.

„დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი გზა მშვიდობის, კეთილდღეობისა და ყველა მოქალაქისთვის უკეთესი ცხოვრებისკენ“, – დაწერა მაია სანდუმ

მისივე თქმით, მოლდოვას რესპუბლიკამ ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია შეასრულა.

ამასთან, ევროკავშირთან მთავარ მომლაპარაკებლად ევროინტეგრაციის საკითხებში ქვეყნის ვიცე-პრემიერი, კრისტინა გერასიმოვი დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები