უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, კრასნოდარის მხარეში, Shahed-ის დრონების საცავებს წარმატებით დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა წუხელ კრასნოდარის მხარეში წარმატებით დაარტყეს Shahed-136/Geran-2 ტიპის დრონების საცავებსა და გამოსაყენებლად მოსამზადებელ ადგილებს, ასევე ამ უპილოტო საფრენი აპარატების საკონტროლო და საკომუნიკაციო პუნქტებს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, წუხელ, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა აფიპსკის, ილსკის, კრასნოდარის და ასტრახანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.

მათივე ცნობით, გარდა ამისა, 20 ივნისს ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ტამბოვის ოლქში რუსების საწვავ-საპოხი მასალების საწყობზე განახორციელეს თავდასხმა, ასევე ნავთობის საცავზე ადიღეს რესპუბლიკაში.

„ენემსკაიას“ ნავთობსაცავის ტერიტორიაზე დაფიქსირდა მინიმუმ ხუთი აფეთქება, ასევე განადგურდა მტრის საწვავ-საპოხი მასალების საწყობი ტამბოვის ოლქში“, – აღნიშნულია გენერალური შტაბის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები