ემანუელ მაკრონის რეიტინგი პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილების შემდეგ ექვსი პუნქტით დაეცა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეიტინგი პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილების შემდეგ ექვსი პუნქტით დაეცა.

აღნიშნული სოციოლოგიური გამოკითხვა RTL-ის დაკვეთით, BVA Xsight-მა ჩაატარა.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ მაკრონის მიმართ დადებითად გამოკითხულთა 26%-ია განწყობილი, რაც მაისის მაჩვენებელზე 6 პუნქტით ნაკლებია.

ამასთან, BVA Xsight-ის ცნობით, გამოკითხულთა 74% პროცენტი ემანუელ მაკრონის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი.

რაც შეეხება ასამბლეის დათხოვნის გადაწყვეტილებას, გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მეთაური პასუხისმგებლობით არ მოქმედებს.

ამასთან, 54% მიიჩნევს, რომ ეს ვერ გააუმჯობესებს პოლიტიკურ ვითარებას და ვერც დემოკრატიულ დებატებს გააცოცხლებს.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის მიხედვით, ფრანგების აბსოლუტურ უმრავლესობას მაკრონის მონაწილეობა საყოველთაო საარჩევნო კამპანიაში არ სურს.

ინფორმაციისთვის, RTL-ის ცნობით, მაკრონი ასეთი არაპოპულარული არასოდეს ყოფილა, მათ შორის არც 2023 წლის აპრილში, საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ პროტესტის დროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები