გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს ნებისმიერი წარმატება სალომე ზურაბიშვილის მიერ პირად წარუმატებლობად აღიქმება

დააგროვა ვეტოები და ვეტოვუმენად არის წოდებული, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს აქვს კომპლექსები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ წარმატებას თუ მიაღწია, ის ამას პირად სუბიექტურ წარუმატებლობად აღიქვამს.

„უნდა შევახსენოთ ზურაბიშვილს ევროკავშირის წარმომადგენლის, ბატონი დენიელსონის სიტყვები, რომელმაც დაახლოებით ოთხი წლის წინ საქართველოში თქვა, როდესაც არსებობს მაღალი კვორუმი დაწესებული ცესკოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, იქვე უნდა არსებობდეს ეგრეთ წოდებული განბლოკვის მექანიზმი, რათა ოპოზიციამ არ გამოიყენოს ეს ხელოვნურად ჩიხში შესასვლელად. ეს არის ბატონი დენიელსონის სიტყვები. ის, რომ ზურაბიშვილი სხვის დავალებას ასრულებს, გასაგებია და როდესაც პარლამენტში მობრძანდება ბატონი „იმიტომ”, იმას აუცილებლად შევეკითხები, რატომ ჰგონია, რომ ცხრა პარტიის წარმომადგენლობა რომ არის ცესკოში, დამოუკიდებლები რომ არიან პროფესიული ნიშნით შერჩეული, იქ შეიძლება იყოს რაიმე ტიპის სუბიექტური გადაწყვეტილება? სალომე ზურაბიშვილს აქვს კომპლექსები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ წარმატებას თუ მიაღწია, ის ამას პირად სუბიექტურ წარუმატებლობად აღიქვამს. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ის არ წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებას. ნებისმიერი წარმატება, რომელიც აქვს საქართველოს, მის მიერ აღქმული არის პირად სუბიექტურ წარუმატებლობად. ამიტომაც არის, რომ როდესაც, მათ შორის, კანონმდებლობაში სწორი ცვლილებები შედის ან სწორი კანონია მიღებული, ის ვეტოს ადებს. დააგროვა, აი, ეს ვეტოები. ვეტოვუმენად არის წოდებული“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები