კახა ცხადაძე: მიუხედავად იმისა, რომ თურქეთთან წავაგეთ, ყველამ აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრები ძლიერია და შეუძლია თავაწეულმა იაროს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა დაწერეს ახალი ფურცელი არა მხოლოდ ქართულ სპორტში, არამედ ქვეყნის ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, კახა ცხადაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ თურქეთთან თამაში წავაგეთ, ყველამ აღნიშნა, რომ ძალიან ძლიერი ნაკრებია, რომელსაც აქვს პერსპექტივა. და რომელსაც შეუძლია თავაწეულმა იაროს და კიდევ უფრო უკეთესი ფეხბურთი აჩვენოს“, – აღნიშნა ცხადაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები