გიორგი ნემსაძე – პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიის ცვლილებაზე: ასეთი გადაწყვეტილება ძალიან დიდი არაკომპეტენტურობაა, ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ასეა

ასეთი გადაწყვეტილება ძალიან დიდი არაკომპეტენტურობაა, ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ასეა. გუნდში არის 40, თუ 45 ადამიანი, ფეხბურთელები, ხელმძღვანელები და ყველას წვლილია ამ დიდ გამარჯვებაში, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ ყოფილმა კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

წამყვანმა ნემსაძეს ჰკითხა, რას ფიქრობს იმ ფაქტზე, რომ პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დასაჯილდოებელთა სიაში გარკვეული შერჩევა გააკეთა, რამდენად სწორია მსგავსი გადარჩევა პოლიტიკოსების მხრიდან, ვის გადაეცეს ღირსების მედალი.

„გუნდი, რომელიც არ ჩანს, იცით რამხელა როლს თამაშობს? რა თქმა უნდა, ფეხბურთელები ფიზიკურად ძალიან დიდ დატვირთვას იღებენ თავის თავზე, მაგრამ ისინი, რომლებმაც ეს [საქართველოს ნაკრები] შექმნეს, ძალიან დიდ როლს თამაშობენ და არ ჩანან. ფეხბურთის სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც ფიქრობენ ამა თუ იმ თამაშის დროს ფეხბურთელები რა ტაქტიკით ათამაშონ. გული დამწყდა, ჩვენი პრეზიდენტია და არც მინდა რამე თუნდაც პატარა გულსატკენი სიტყვა ვთქვა მასზე, მაგრამ გუნდი როდესაც იღებს [ორდენს], ანა ყველა იღებს, ან – არავინ. ასეთი გადაწყვეტილება ძალიან დიდი არაკომპეტენტურობაა, ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ასეა. გუნდში არის 40, თუ 45 ადამიანი, ფეხბურთელები, ხელმძღვანელები და ყველას წვლილია ამ დიდ გამარჯვებაში [ევროპის ჩემპიონატზე გასვლა]“ – აღნიშნა ნემსაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები