სოფელ წიწამურთან GWP-ის კუთვნილი მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სოფელ წიწამურთან „ჯივიპის“ კუთვნილი მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ წიწამურთან მილსადენი სამი დღის წინ დაზიანდა. ამჟამად დედაქალაქის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება. როგორც „ჯივიპი“-ში აცხადებენ, მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები