ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ფხენიანში პუტინის ვიზიტზე: ტირანიის ახალი ღერძი ჩვენი თავისუფლებებისთვის ძირის გამოსათხრელად მუშაობს

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უცნაური სცენებით ვიზიტი გაფრთხილებად უნდა იყოს მიღებული, – ის ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ტირანიის ახალი ღერძი ჩვენი თავისუფლებებისთვის ძირის გამოსათხრელად მუშაობს. მათი შეკავება მხოლოდ ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერებით შეგვიძლია“, – წერს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი.

ინფორმაციისთვის, პუტინის პრეზიდენტად მეხუთე ვადით არჩევიდან, ვიეტნამი მესამე ქვეყანაა, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის შემდეგ, რომელსაც პუტინი ეწვევა.

რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ დაკავების საერთაშორისო ორდერია გამოცემული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები