როგორ ეხმაურება საქართველოს ისტორიულ მატჩს თურქეთის ნაკრებთან საერთაშორისო მედია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ თამაშს თურქეთის ნაკრებთან საერთაშორისო მედია ეხმაურება.

The Guardian: “როგორი სანახაობა იყო – როგორი ემოცია, როგორი ხმაური. მშვენიერი, ველური, ფართოდ ღია მატჩი, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა.

ქართველები თამაშობდნენ სიამაყისთვის და იმ ქულებისთვის, რომელიც საბოლოოდ თურქეთმა აიღო, თუმცა, ამას გარდა, ისინი სიხარულისთვის და ენთუზიაზმისთვის თამაშობდნენ.

ეს ძალიან სამწუხარო განაჩენი იყო საქართველოსთვის, რომელიც გამოირჩეოდა თავისი ფანტასტიკურობით და სათანადო მეტოქეობას უწევდა თურქეთს.”

Der Spiegel: რა თამაში! ტრიბუნებზე ჩხუბი – ევროპის ჩემპიონატის საქართველო-თურქეთის თამაშის წინ ქაოსი სუფევდა. მას მოედანზე დაძაბული და შთამბეჭდავი მატჩი მოჰყვა.

BBC: საქართველო, რომელმაც ევროზე პირველად ითამაშა, ვაჟკაცურად და თავდადებით იბრძოდა, ისინი ღირსეულად ცდილობდნენ ანგარიშის გათანაბრებას. ქართველებმა დიდი გული და ოსტატობა გამოავლინეს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები