რატი იონათამიშვილი: ანაკლიის პორტის განვითარებას მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფნის უზრუნველყოფისთვის

საზოგადოებამ იცის და ერთიანი ვართ პოზიციაში, რომ ანაკლიის პორტის განვითარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფნის უზრუნველყოფისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო დანიშნულების პროექტია.

„ჩვენი სურვილი იყო, სატენდერო კონკურსი ყოფილიყო ღია და გამჭვირვალე, რომ მათ შორის დასავლური კომპანიები წარმოდგენილიყვნენ. ჩვენ ამაზე ვიმუშავეთ, მაგრამ საბოლოოდ ის გადაწყვეტილება მივიღეთ, რაც, ვფიქრობ, ამ კონცეფციის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო. ეკონომიკური თვალსაზრისით ევროკავშირის წევრი ქვეყნები და აშშ ჩინეთთან თანამშრომლობენ და ეს ჩვენი ქვეყნისთვის რატომ უნდა იყოს მიუღებელი, ამის კონკრეტული ახსნა არ მოგვისმენია. მნიშვნელოვანია ისეთი პროექტები განვახორციელოთ, რომელიც აისახება როგორც ეკონომიკური სარგებლის მომტანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაც და ანაკლიის პროექტი ნამდვილად ასეა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები