აშშ-ის მთავრობამ ტაივანისთვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღისა და დრონების გადაცემა დაამტკიცა

აშშ-ის მთავრობამ ტაივანისთვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღისა და დრონების გადაცემა დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტებში აცხადებენ, რომ ტაივანისთვის სხვადასხვა ტიპის სამხედრო პროდუქციის მიყიდვა ტაივანის უსაფრთხოებას გააძლიერებს.

მათივე თქმით, სამხედრო პროდუქციის მიყიდვა ტაივანს პოლიტიკურ სტაბილურობაში, სამხედრო ბალანსის შენარჩუნებასა და რეგიონში ეკონომიკური პროგრესის მიღწევაში დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები