ბლინკენი: უკრაინაში რუსეთის ომის ძალისხმევისადმი ჩინეთის მხარდაჭერა უნდა შეწყდეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩინეთის მიერ უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერა დაგმო.
„ამ დახმარებამ რუსეთს საშუალება მისცა, შეენარჩუნებინა ეს სამხედრო-სამრეწველო ბაზა, შეენარჩუნებინა ომის მანქანა, შეენარჩუნებინა ომი. ასე რომ, ეს უნდა შეწყდეს“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
ცნობისთვის, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩინეთმა უკრაინის ომში რუსეთის მხარდაჭერისთვის პასუხი უნდა აგოს.