ვალეში სარწყავი სისტემის სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია დასრულდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში, რწყვის სეზონთან დაკავშირებით, სარწყავი სისტემის სატუმბი სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

ქალაქ ვალეში რეაბილიტირებული სატუმბი სადგურები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, პირველ მოადგილესთან ილია ზარდიაშვილთან და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

„ქალაქ ვალის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ე.წ. ,,წისქვილების“ სატუმბ სადგურს, ხოლო ნაწილობრივი რეაბილიტაცია მოხდა ე.წ. ,,ბორახჩის“ სატუმბი სადგურის. ადგილობრივ მცხოვრებლებს უკვე შეუძლიათ სარწყავი წყლით სარგებლობა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მორწყვა “ – აღნიშნა ირაკლი ლაზარაშვილმა.

პროექტის ფარგლებში სატუმბ სადგურებში არსებული ტუმბო აგრეგატები ჩანაცვლდა ახლით. სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 200 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. შედეგად, ტერიტორიაზე 200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული სარწყავიანდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები