სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
ადგილზე მივიდა ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად.
ილია II საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სამების ტაძარში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.
პატრიარქს კვირას, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.