დიმიტრი ხუნდაძე: ევროკავშირში გაწევრიანება ინსტრუმენტადაა გამოყენებული, რათა ხელისუფლებაზე, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად იცავს და გარე დაკვეთებს ერთმნიშვნელოვნად არ ემორჩილება, გავლენა მოახდინონ

ევროკავშირში გაწევრიანება ინსტრუმენტადაა გამოყენებული, რათა ხელისუფლებაზე, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად იცავს და გარე დაკვეთებს ერთმნიშვნელოვნად არ ემორჩილება, გავლენა მოახდინონ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან განაცხადა.

იგი გამოეხმაურა უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაკეთებულ განცხადებებს, რომ ამ მიზნით მოლაპარაკებები 25 ივნისს უნდა დაიწყოს.

„ეს არის ის, რაც ჩვენ აქამდე უკვე ვნახეთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის ინსტრუმენტად გამოყენებული, რათა ქვეყანასა და ხელისუფლებაზე, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს ასე პრინციპულად იცავს და გარე დაკვეთებს ასე ერთმნიშვნელოვნად არ ემორჩილება, გავლენა მოახდინონ. ხელისუფლება იმ მოტივაციით შეცვალონ, თითქოს ხელისუფლების ბრალია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ნაბიჯებზე წინ მოლდოვა და უკრაინა დააყენეს. თუმცა, ასე იყო, როდესაც ჩვენ გვთხოვდნენ ცალ ფეხზე დგომას, სანქციებთან მიერთებას, მეომრების გაგზავნას, რაც აუცილებლად ომით დასრულდებოდა. უკრაინიზაცია და უკრაინის ბედი საქართველოს არ გამოადგება.

დღეს ხედავთ, რომ მსოფლიოში ძალიან მძიმე ვითარებაა, განსაკუთრებით, რეგიონში. არაერთი საომარი, პირდაპირ დაპირისპირებაა, განსაკუთრებით უკრაინაში, სადაც დასავლეთისა და რუსეთის ღია საომარი დაპირისპირებაა. ხედავთ, რომ ომის მომხრეები უფრო მრავლად არიან, ვიდრე მშვიდობის მსურველები. ეს ევროკავშირის არჩევნებშიც გამოისახა – საზოგადოებასაც საპირისპირო დამოკიდებულება აქვს, ვიდრე ლიდერებს, რომლებიც მხოლოდ შეიარაღებაზე არიან გადასული და ნაკლებად ფიქრობენ, რომ ეს ომი დასრულდეს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები