გიდებისა და ტუროპერატორებისათვის საინფორმაციო ტური „შეიცანი ქვემო ქართლი“ ჩატარდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით, გიდებისა და ტუროპერატორებისათვის საინფორმაციო ტური „შეიცანი ქვემო ქართლი“ ჩატარდა.

ტურიზმი ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია, რომელსაც აქვს პოტენციალი განავითაროს რეგიონში სამეწარმეო საქმიანობა და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს არსებული სოციალური ვითარება.

ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტში უხვად ვხდებით სხვადასხვა ისტორიულ ძეგლებსა თუ ღირსშესანიშნავ ადგილებს, თუმცა ამ დიდი ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისება დღემდე, ბოლომდე ვერ ხერხდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს გიდების ასოციაციის წარმომადგენლებისა და ტუროპერატორებისათვის შედგა საინფორმაციო ტური, რომელმაც დმანისსა და ბოლნისში არსებული ღირსშესანიშნაობების ნაწილი მოიცვა. ტურს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე ესწრებოდა.

საინფორმაციო ტური მხარის ტურისტული ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას ისახავდა მიზნად. ტურის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა უფრო ახლოს გასცნობოდნენ ბოლნისისა და დმანისის ისტორიულ ძეგლებს რაც ქვემო ქართლში ვიზიტორთა ახალი ნაკადების მოზიდვას და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები