სენაკის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე ხელოვნურსაფარიანი, სათადარიგო მინი სპორტული მოედანი მოეწყო

სენაკის მუნიციპალიტეტში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, ქალაქის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მინი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულებულია.

497 777 ლარის ღირებულების პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა ხელოვნურსაფარიანი მოედანი, კალათბურთის ფარები, გარე განათების სისტემა, შემოღობვის კონსტრუქციები და სხვა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, ნინო ვიბლიანთან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ გადელიასთან, საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან, მერის პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან ერთად, შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

მიმდინარე წელს, სენაკის მუნიციპალიტეტს, კიდევ ორი განახლებული, კეთილმოწყობილი მინი სპორტული მოედანი შეემატა. კერძოდ, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გოლასკურში და ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის გახომელას უბანში.

გასულ წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, 3 მინი სპორტული მოედანი მოაწყო – ვაჩნაძის ქუჩაზე, ყოფილი მე-8 სკოლის მიმდებარედ და მშვიდობის ქუჩაზე, ახალრეაბილიტირებული მეოთხე საბავშვო ბაღის მიმდებარედ; ასევე, ტრენაჟორები დამონტაჟდა ჭავჭავაძის ქუჩაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები