დმანისის მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტების საცხოვრებელი სახლების სახურავების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ინიციატივით, ეკომიგრანტების საცხოვრებელი სახლების სახურავების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

დანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, პირველ მოადგილესთან, კახა პეტრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ოლეგი გოშუანთან ერთად, სტიქიის შედეგად საქართველოს მაღალმთიანი რაიონებიდან (ეკომიგრანტები) დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადმოსახლებული ოჯახების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილზე შეაფასა.

„ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ამ ეტაპზე 27 სახლის სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა და 30 სახურავის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 52 5118 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროგრამა მომავალშიც განხორციელდება“, – განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები