ბუენოს-აირესში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა(ვიდეო)

ბუენოს-აირესში პოლიციასა და არგენტინის ეროვნული კონგრესის შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დემონსტრანტები პოლიციის მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ისროდნენ, შესაბამისად, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

აქციაზე რამდენიმე ადამიანი და პოლიციელი დაშავდა.

ამასთან, 15 ადამიანი დააკავეს.

ინფორმაციისთვის, მომიტინგეები არგენტინის კონგრესის მიერ კანონის მიღებას აპროტესტებენ. რეფორმა მოიცავს საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობის გამოცხადებას, პენსიების შემცირებასა და შრომის უფლებების შემცირებას.

კანონს ეწინააღმდეგებიან მემარცხენე პოლიტიკური პარტიები, პროფკავშირები და სოციალური ორგანიზაციები. აქციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ ეს კანონი გავლენას იქონიებს ნებისმიერ ადამიანზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები