ქუვეითში ხანძარს 35 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხანძარი დღეს დილით, სამხრეთ ქუვეითის ქალაქ მანგაფში მდებარე შენობაში გაჩნდა.
„შენობაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, მუშები ცხოვრობდნენ და იქ მუშების დიდი რაოდენობა იყო. ათობით ადამიანი გადაარჩინეს, მაგრამ სამწუხაროდ, კვამლის ჩასუნთქვის შედეგად ბევრი დაიღუპა“, – განაცხადა ქუვეითის სახელმწიფო მედიამ.
ხელისუფლების განცხადებით, ხანძარი ლიკვიდირებულია და გამომწვევი მიზეზების გამოძიება მიმდინარეობს.