BBC: თვითმფრინავი, რომლითაც მალავის ვიცე-პრეზიდენტი მგზავრობდა, რადარებიდან გაქრა

თვითმფრინავი, რომელშიც მალავის ვიცე-პრეზიდენტი საულოს ჩილიმა და კიდევ ცხრა მგზავრი იმყოფებოდა, რადარებიდან გაქრა.

როგორც BBC-ი იუწყება, ამის შესახებ მალავის პრეზიდენტის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მედიის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის ძალების კუთვნილებაში არსებული თვითმფრინავი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც ორშაბათს, დილის საათებში დედაქალაქი ლილონგვე დატოვა.

„პრეზიდენტმა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა მას შემდეგ, რაც საავიაციო სამსახურის  წარმომადგენლებმა ეკიპაჟთან დაკავშირება ვერ შეძლებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, ადგილობრივი დროით 10:00 საათისთვის, თვითმფრინავი ქვეყნის ჩრდილოეთით, მზუზუს საერთაშორისო აეროპორტში უნდა დაშვებულიყო.

მას შემდეგ, რაც თავდაცვის ძალების მეთაურმა აღნიშნული ინციდენტის შესახებ განაცხადა, მალავიის პრეზიდენტმა, ლაზარუს ჩაკვერამ ბაჰამის კუნძულებზე დაგეგმილი ფრენა გააუქმა.

როგორც გენერალმა ვალენტინო ფირიმ განაცხადა, თვითმფრინავის გაუჩინარების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები