როდის არის საჭირო ტერფის გამოკვლევა?

ტერფზე არსებული პრობლემები საკმაოდ ხშირია. ამას თან ახლავს მწვავე ტკივილი, რომელიც ძლიერდება ფეხის ყოველი მოძრაობისას და ამ დროს გადაადგილება თითქმის შეუძლებელი  ხდება. ტრავმირებული ტერფის დროს აუცილებელია ვეწვიოთ ექიმს, რომ სწორად განისაზღვროს დაზიანების ტიპი, ხარისხი და დაინიშნოს სწორი მკურნალობა, რადგან არასათანადო მკურნალობა  ტკივილის გაუარესებასა და გართულებების ჩამოყალიბებას გამოიწვევს. თუ ტრავმის შედეგად ტერფი არასწორად იტვირთება, აუცილებელია ტერფის გამოკვლევა. საქართველოში ტერფის კომპიუტერული კვლევის ჩატარება უკვე ხელმისაწვდომია. ეს პროცესი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მუშაობის პროცესში ძალიან ეხმარება, რადგან ტერფზე არსებული პრობლემების შესახებ კვლევა დეტალურ ინფორმაციას იძლევა. ეს კი თავისთავად მედიკოსებს შესაძლებლობას აძლევს, რომ მკურნალობა ეფექტურად წარმართონ და სწორი დიაგნოზი დასვან. ტერფის კვლევის შედეგად ზუსტი მონაცემები დგინდება:

  • ტერფების დეფორმაციის ხარისხის;
  • ტერფის ფორმის;
  • ყრდნობის ფართის;
  • სიმძიმის ღერძის შესახებ.

ტერფის კომპიუტერულ დიაგნოსტიკასა და სკანირებას თანამედროვე ტექნოლოგიებით ახდენენ. პედოგრაფია და პლანტოგრაფია ტერფის კვლევის თანამედროვე მეთოდებია. პედოგრაფია – ტერფის ფუნქციონალური გამოკვლევის მეთოდია, რომელიც სწავლობს ტერფის პარამეტრებს სიარულის პროცესში. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა” მომხმარებელს სთავაზობს ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკისა და ინდივიდუალური ღაბაშის დამზადების სერვისს. კვლევა ტარდება იტალიური, Diasu-ს ბრენდის უახლესი აპარატურით. დიაგნოსტიკა მოიცავს ტერფის მდგომარეობის შეფასებას სტატიკურ და დინამიკურ მდგომარეობაში, რის საფუძველზეც იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი მოდელი და მზადდება ინდივიდუალური ღაბაში (სუპინატორი).

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები