თინათინ რუხაძე „ზარაფხანის“ ისტორიულ სივრცეში ქართველი მხატვრების – იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის – „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე „ზარაფხანის“ ისტორიულ სივრცეში ქართველი მხატვრების – იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის – „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფერწერული ტილოები წარმოდგენილია „ზარაფხანის“ არტდირექტორის, ხელოვან ირაკლი ნასიძის საიუველირო ხელოვნების ნიმუშებთან ერთად.
„გამოფენა, რომელზედაც სამი განსხვავებული ხედვა ერთ ვიზუალურ ფორმაშია წარმოდგენილი, თაობებს შორის შემოქმედებითი დიალოგის მნიშვნელოვანი მაგალითია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები