აშშ საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს
აშშ საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადებას ლიბანში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
საელჩო იმ მოქალაქეებს, რომლებმაც გადაწყვიტეს არ დატოვონ ლიბანი, ურჩევს გეგმები მოამზადონ საგანგებო სიტუაციებისთვის და მზად იყვნენ თავშესაფრის პოვნისთვის, თუ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება.
„ლიბანში უსაფრთხოების მდგომარეობა არასტაბილური და არაპროგნოზირებადია. საჰაერო თავდასხმები, დრონები და სარაკეტო თავდასხმები ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით სამხრეთით, ბექაასა და ბეირუთის ნაწილებში. ირანმა და მასთან დაკავშირებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა შესაძლოა განიზრახონ ლიბანში უნივერსიტეტების დაბომბვა. ირანი კონკრეტულად დაემუქრა ამერიკულ უნივერსიტეტებს ახლო აღმოსავლეთში. თუ თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს, დატოვონ ლიბანი, სანამ კომერციული ავიარეისების ვარიანტები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. შეერთებული შტატების მოქალაქეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ლიბანში მოგზაურობისგან. მოქალაქეებს, რომლებმაც გადაწყვიტეს არ დატოვონ ლიბანი, ვურჩევთ გეგმები მოამზადონ საგანგებო სიტუაციებისთვის და მზად იყვნენ თავშესაფრის პოვნისთვის, თუ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება“, – ნათქვამია განცხადებაში.