“მე მინდა, სიამაყით ვთქვა, რომ ჩინეთი არის ჩვენი სტრატეგიული, ეკონომიკური პარტნიორი” – ირაკლი კირცხალია

“მე მინდა, სიამაყით ვთქვა, რომ ჩინეთი არის ჩვენი სტრატეგიული, ეკონომიკური პარტნიორი”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

“კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ის არის მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკა და ხშირად დავობენ კიდეც ბოლო დროს, მეორეა თუ პირველი. როდესაც დიდი ქვეყნები ცდილობენ, დაალაგოს მასთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები და როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთი შანსი, ამ დონეზე გვაქვს აყვანილი ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა, ეს არის საამაყო. რა თქმა უნდა, საამაყოა თითოეული ქართველი ბიზნესმენისთვის, რომელსაც შეუძლია თავისუფლად, უვიზოდ  წავიდეს ჩინეთში, აწარმოოს მოლაპარაკებები, ჩამოვიდეს. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ტურისტული სფეროსთვის”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ “დღის ქრონიკაში” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები