Politico: აშშ ევროპას აფრთხილებს, სერიოზულად მოეკიდონ ჩინეთის მიერ რუსეთისთვის გაწეულ დახმარებას

აშშ ევროპას აფრთხილებს, სერიოზულად მოეკიდონ ჩინეთის მიერ რუსეთისთვის გაწეულ დახმარებას, ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკენის მოადგილე კურტ კემპბელმა ნატო-ში ევროპელ დიპლომატებს გაფრთხილება გადასცა, რომელშიც „მაქსიმალურად დაწვრილებითი და კონკრეტული დეტალებია“.

„სამართლიანია იმის თქმა, რომ ჩინეთის მთავარი მიზანი არა მხოლოდ რუსეთის მხარდაჭერა, არამედ, მისი მნიშვნელობის საჯაროდ დაკნინება და ევროპასთან ნორმალური დიპლომატიური, კომერციული კავშირების შენარჩუნების მცდელობაცაა“, – განაცხადა ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა კემპბელმა მედიასთან საუბრისას.

ამასთან, კურტ კემპბელი ბოლო 18-24 თვის განმავლობაში, რუსეთის მიმართ პეკინის დახმარებას „ღრმად შემაშფოთებელს“ უწოდებს.

„მინდა, აღვნიშნო, რომ რასაც ჩვენ ვხედავთ ჩინეთიდან რუსეთში, ეს არ არის მხოლოდ ერთჯერადი შემთხვევა ან რამდენიმე თაღლითური კომპანია, რომელიც რუსეთის მხარდაჭერითაა დაკავებული. ეს არის ჩინეთის ხელმძღვანელობის მიერ მხარდაჭერილი მდგრადი ძალისხმევა, რომლის მთავარი მიზანია უზრუნველყოს რუსეთის კულისებსმიღმა მხარდაჭერა, რაც მათ საშუალებას მისცემს, აღადგინონ თავიანთი სამხედრო ძალის ელემენტები, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვა.

ეს ძალისხმევაა, რომლის მთავარი მიზანიც შეუმჩნევლად დარჩენაა“ – განაცხადა კემპბელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები