მედია: ირლანდია უკრაინელი ლტოლვილებისთვის განკუთვნილ ცენტრებს მნიშვნელოვნად შეამცირებს

ირლანდიაში, უკრაინელი ლტოლვილებისთვის განკუთვნილი ცენტრების მნიშვნელოვანი რაოდენობა მალე დაიხურება. ამის შესახებ უკრაინული მედია ირლანდიურ გამოცემა The Irish Times-ზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, მსგავსი ქმედებები განხორციელდება ახალი პოლიტიკის გამო, რომელიც უზრუნველყოფს დროებითი დაცვის საჭიროების მქონე პირთა საცხოვრებელს მხოლოდ 90 დღის განმავლობაში.

ამასთან, ირლანდიის მთავრობის ინტეგრაციის დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ადამიანები საკუთარი საცხოვრებლის პოვნის მიზნით, ყოველდღიურად ტოვებენ სახელმწიფოს მიერ მიწოდებულ საცხოვრებელს, რის გამოც დეპარტამენტი ცდილობს დროებითი დაცვის საჭიროების მქონე პირებისთვის საცხოვრებლის პორტფელის კონსოლიდაციასა და რაციონალიზაციას.

ამავდროულად, ირლანდიის მთავრობის მეთაურმა, საიმონ ჰარისმა განაცხადა, რომ უკრაინიდან ლტოლვილების განსახლების თითქმის 70 კონტრაქტი მალე შეწყვეტს მოქმედებას, ამდენივე სასტუმრო და საზოგადოებრივი დაწესებულება, რომლებიც ლტოლვილებისთვის საცხოვრებლად გამოიყენებოდა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები