დანიის პარლამენტმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

დანიის პარლამენტმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მანამდე, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის საჭირო წინაპირობები არ არსებობს.

დანიის პარლამენტში კანონპროექტი პირველად თებერვლის ბოლოს ოთხმა მემარცხენე პარტიამ წარადგინა, თუმცა, მიუხედავად ესპანეთის, ირლანდიისა და ნორვეგიის გადაწყვეტილებისა დანიის პარლამენტმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ წინადადება უარყო.

„ჩვენ ვერ ვაღიარებთ დამოუკიდებელ პალესტინურ სახელმწიფოს ერთადერთი მიზეზით, რომ, რეალურად, ამის წინაპირობები არ არსებობს. მხარს ვერ დავუჭერთ ამ რეზოლუციას, თუმცა გვსურს, დადგეს დღე, როდესაც ამას შევძლებთ“, – განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა აპრილში, როდესაც კანონპროექტი პირველად განიხილებოდა პარლამენტში.

ინფორმაციისთვის, პალესტინის სახელმწიფო დღეს ირლანდიამ, ესპანეთმა და ნორვეგიამ ოფიციალურად აღიარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები