ბენზინის აფეთქების გამო მამაკაცს სახე დაეწვა

  34 წლის მამაკაცს თბილისში, საკუთარ ავტოფარეხში ბენზინი აუფეთქდა. მამაკაცმა აფეთქების შედეგად თავის, სახის და ზედა კიდურების დამწვრობა მიიღო. დაშავებული ბ.იაშვილის სახელობის თერმული დაზიანების ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც „კვირას“ კლინიკის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, დაშავებულ მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდება.
„34 წლის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მე-2, მე- 3 ხარისხის დამწვრობით მოათავსეს. მას სხეულის 25 პროცენტი დამწვარი აქვს. პაციენტს ვამზადებთ და მას ზედა კიდურებზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება“, – აღნიშნა ქაშიბაძემ.
მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა თბილისში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები