ალუდა ღუდუშაური – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს: უთხარით საზოგადოებას, კონკრეტულად რომელი მუხლია, რომლითაც იზღუდება ან რაიმე სახის პირდაპირი თუ ირიბი პრობლემა შეიძლება, შეექმნას მედიასაშუალებას, არასამთავრობო ორგანიზაციას

„პირველი, მე მაინტერესებს, კონკრეტულად დაასახელოთ მუხლი ან ნორმა, სადაც ამოიკითხეთ, რითაც თქვენი აზრით ან იმ პირის აზრით, მოდით ასე უფრო რელევანტური იქნება ჩემი კითხვა, ვინც აი ეგ დაწერა, რაც თქვენ ახლა, სიმართლე გითხრათ, ჩემი შთაბეჭდილება არის, რომ ბევრი კუთხით წაკითხვაც გაგიჭირდათ”,- ასე მიმართა მმართველი გუნდის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით.

,,თქვენ შესავალში ახსენეთ, რომ მძიმე არისო დღევანდელი დღეო, ალბათ, იმას გულისხმობდით, რომ იქ რაც დაწერილი იყო ალბათ კარგად არ გქონდათ წაკითხული. ახლა უთხარით საზოგადოებას, კონკრეტულად რომელი მუხლია, რომლითაც იზღუდება ან რაიმე სახის პირდაპირი ან ირიბი პრობლემა შეიძლება შეექმნას ან შეზღუდვა შეიძლება შეექმნას მედიასაშუალებას, არასამთავრობო ორგანიზაციას. იქნებ ჩვენ არ ვიცით და გვითხრათ. მსჯელობა ხომ ეგ არის, აქ ხომ გვესმის ეგ ამბავი. აი, მითხარით, კონკრეტულად დამისახელეთ, მოინიშნეთ აუცილებლად. მე და დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგებიც, ვერსად ვნახულობთ ნორმას, რომ ვინმეს რაიმე ეზღუდება.

პირველი, ე.ი. სად და რომელი მუხლის რომელი ნაწილით ეზღუდება მედიასაშუალებას ან არასამთავრობო ორგანიზაციას რაიმე საქმიანობა. მეორე, რაც თქვენ გააჟღერეთ, რომ ფინანსურ ნაკადებთან დაკავშირებით წვდომა ეზღუდებაო. მესამე, რაიმე დაასახელეთ, რაც ეზღუდება ვინმეს ამ წარმოდგენილი კანონით“, – მიმართა ალუდა ღუდუშაურმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები