მარტვილში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

დამოუკიდებლობის დღე, მარტვილის მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილეებმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა დარჯანიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე, დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები გვირგვინებით შეამკეს. მხატვრული კითხვის წრის აღსაზრდელებმა ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს.

დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობები ქალაქის ცენტრში, სპორტულ მოედნებზე და ქუჩებში. მოეწყო ადგილობრივი გასტრონომიული ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე გაიმართა მოზარდ სპორტსმენთა ფესტივალი, რომელშიც მონაწილე ბავშვები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

ქალაქის ცენტრში, მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა.

დღის განმავლობაში გამართული ღონისძიებები, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით, საზეიმო კონცერტით დასრულდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები