ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო, რომელშიც თანამდებობისთვის მოქმედი პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და პრემიერ-მინისტი ინგრიდა შიმონიტე იბრძვიან.
სულ გახსნილია 1895 საარჩევნო უბანი, ხოლო ხმის მიცემას შეძლებს 2,3 მილიონი მოქალაქე. ამასთანავე ხმის მიცემა შესაძლებელია ნებისმიერ საარჩევნო უბანზე, მიუხედავ ოფიციალური რეგისტრაციისა.
საღამოს 20:00 საათიდან ხმების დათვლა დაიწყება.