ედგარს რინკევიჩსი: ვადასტურებ ლატვიის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისადმი, რომელიც ხალხმა აირჩია

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც რინკევიჩსი აღნიშნავს, ადასტურებს ლატვიის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისადმი.

„გულთბილი მილოცვები ქართველ ხალხს და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომლებიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. საქართველო როდესაც გზაჯვარედინზე დგას, მე ვადასტურებ ლატვიის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისადმი, რომელიც ხალხმა აირჩია. გადაწყვეტილების დროა“, – წერს რინკევიჩსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები