შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „თავისუფლების მარში“ დასრულდა
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „თავისუფლების მარში“ დასრულდა.
აქციის მონაწილეებმა ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შეასრულეს და ევროკავშირის დროშა გაშალეს.
როგორც დღევანდელ მარშზე შეკრებილებმა განაცხადეს, ახალგაზრდები 25 მაისს, 09:00 საათზე, თსუ-ს მე-2 კორპუსთან მივლენ, სადაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლექცია უნდა წაიკითხოს.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები მორიგ საპროტესტო აქციას 26 მაისს, 19:00 საათზე გამართავენ.