„მოუკლავს და მერე შვილისთვის დაურეკავს, 12-ჯერ ჩაურტყამს ჩაქუჩი თავში“ – რას ამბობს ადგილობრივი ზუგდიდში ქმრის მიერ სასტიკად მოკლულ ქალზე

ზუგდიდში, სოფელ კორცხელში, ქმარმა ცოლი ჩაქუჩით მოკლა. შემთხვევა 23 მაისს ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, კაცმა 61 წლის ცოლს ჩაქუჩი თავში რამდენჯერმე ჩაარტყა.

„წამოუყვანია კახეთიდან, შეუტყუებია სახლში, მოუკლავს და დაურეკავს შვილზე, დედაშენი მოვკალი და მიდით მოუარეთო. 12-ჯერ ჩაურტყამს ჩაქუჩი თავში. გაცილებულები არ იყვნენ, ერთად ცხოვრობდნენ. არ გაქცეულა, ტყეში ყოფილა დამალული“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, ცოლის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები