მექსიკაში საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში სცენის ჩამონგრევას, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა (ფოტო, ვიდეო)

მექსიკაში, ნუევო-ლეონის შტატში საპრეზიდენტო კანდიდატის, ხორხე მაინესის მიტინგზე სცენა ჩამოინგრა.

ამის შესახებ გუბერნატორმა, სამუელ გარსიამ განაცხადა.

მისი თქმით, სულ მცირე, ცხრა ადამიანია დაღუპული, 50-მდე დაშავებულია.

შემთხვევა მაინესის მიტინგის დასრულების დროს მოხდა. ძლიერმა ქარმა სცენის უკანა ნაწილი წაიღო და მის მომხრეებს დაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები