მერია: საჩხერეს მალე სპორტის სასახლე ექნება
ქალაქ საჩხერეში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო პროცესი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა – ლევან ივანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძემ და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 651 635 ლარია. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს შპს „ემ-სი გრუპი.“