ინალ არძინბამ ე.წ.მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების და რუსეთში დასაქმების მიზეზი განმარტა

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ რუსეთში ახალ სამსახურში გადასვლის გადაწყვეტილებას გეგმური უწოდა.

მისი თქმით, პოსტსაბჭოთა სივრცეში ვითარება დინამიკურად იცვლება და სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურა იცვლება.

„ამ კუთხით ჩემი უფრო ეფექტური მუშაობისთვის, აფხაზეთის რესპუბლიკის, ჩემი სამშობლოს უფრო ეფექტური მხარდაჭერისთვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება – განვავითარო კონტაქტები, ვიმუშაო რუსეთის ფედერაციაში“, – აღნიშნა არძინბამ.

მან დასძინა, რომ არის კონკრეტული მიმართულება, რომელზეც იმუშავებს და ამ მიმართულებას დიდი ინტერესი და მნიშვნელობა აქვს.

„ახლა ვაწარმოებთ კონსულტაციებს, მოლაპარაკებებს ჩვენს კოლეგებთან, თანამოაზრეებთან, დროულად შეგატყობინებთ ყველაფერს. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მუშაობა იქნება ორიენტირებული პროგრესული პროექტების განხორციელებაზე მოტივირებული ადამიანების გუნდში“, – განაცხადა ყოფილმა ე.წ. მინისტრმა.

ინალ არძინბას სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ინფორმაცია 7 მაისს გავრცელდა, ე.წ. მინისტრის მოვალეობის შესრულება ირაკლი ტუჟბას დაეკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები