აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გამოუცხადებელი დიპლომატიური მისიით დილით კიევში ჩავიდა.
დიპლომატი უკრაინის დედაქალაქში პოლონეთის ქალაქ პშემისლიდან ჩავიდა.
რკინიგზის სადგურზე დიპლომატს უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯეტ ბრინკი დახვდა.
როგორც ენტონი ბლინკენმა სოციალურ ქსელში დაწერა, “დღეს კიევში დავბრუნდი, რათა უკრაინას ვუთხრათ ჩვენი ურყევი მხარდაჭერის შესახებ, რომელიც საკუთარ თავისუფლებას რუსული აგრესიისგან იცავს”.
Associated Press-ი თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, პრემიერმინისტრ დენის შმიგალსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან.