Bloomberg: აშშ-მა რუსეთის მიერ Starlink-ის ტერმინალების უკანონო გამოყენება დაბლოკა

პენტაგონის თანამშრომლებმა უკრაინელ სპეციალისტებთან ერთად, რუსი სამხედროების მიერ Starlink-ის ტერმინალების უკანონო გამოყენება აღკვეთეს.

როგორც Bloomberg-ს კოსმოსის საკითხებში ლოიდ ოსტინის მოადგილემ, ჯომ პლამბმა განუცხადა, არასანქცირებული წვდომის პრობლემის მოგვარება მოხერხდა.

“მაგრამ დარწმუნებული ვარ, რუსეთი Starlink-ის და სხვა კომერციული საკომუნიკაციო სისტემების გამოყენების შესაძლებლობის მოძებნას შეეცდება”,- თქვა მან.

2022 წლის მაისისთვის უკრაინამ ილონ მასკის კომპანიისგან Starlink-ის 10 ათასი ტერმინალი მიიღო. მოგვიანებით პენტაგონმა SpaceX-თან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები