9 მაისს, ქალაქ დუშეთში, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი  აღინიშნა

9 მაისს, ქალაქ დუშეთში, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი  აღინიშნა

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა – მაცაცო ნარიმანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაურსა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან ერთად,  ქალაქში მდებარე მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი  ყვავილების გვირგვინით შეამკო.

მაცაცო ნარიმანიძემ საზოგადოებას 9 მაისის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიებაში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად  ასევე მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები