„მადლობა პრემიერს და თავდაცვის მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის“
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ახლად დანიშნული მოადგილე ვაკო ავალიანი ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი ალასანიას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის. როგორც ვაკო ავალიანმა “კვირას“ განუცხადა, ის თავდაცვის უწყებაში საზოგადოებასთან ურიერთობისა და სოციალურ სფეროებს გაუწევს კურირებას.
“პრემიერმა ჩემი დანიშვნის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა, მადლობა მას და თავდაცვის მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის. თავდაცვის სამინისტროში კურირებას გავუწევ ჩემთვის ძალიან ნაცნობ სფეროს -საზოგადოებასთან ურიერთობისა და სოციალურ საკითხებს“,- განუცხადა “კვირას“ ვაკო ავალიანმა.
ვაკო ავალიანი საქართველოში რომიდან რამდენიმე ხნის წინ დაბრუნდა, სადაც ნატოს სამხედრო კოლეჯის უმაღლესი კურსი გაიარა.
აღსანიშნავია, რომ თანამდებობა, რომელიც ვაკო ავალიანმა დაიკავა, თავდაცვის სამინისტროში ამ დრომდე ვაკანტური იყო.