შალვა პაპუაშვილი: ჩვენს პარტნიორებთან ვთანხმდებით, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი და ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი არ ასაჯაროებენ თავიანთ ფინანსებს და მალავენ

ჩვენს პარტნიორებთან ვთანხმდებით, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი და ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი არ ასაჯაროებენ თავიანთ ფინანსებს და მალავენ – ამას არავინ უარყოფს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით ჩნდება სხვადასხვა კითხვები.

„აქ მეორე კითხვა დაისმის – რა ტიპის ორგანიზაციაა ეს ორი ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყანაში ფარულად ხარჯავს ფულს, რა კავშირი აქვს ამას დემოკრატიასთან, ეს უფრო სპეცსამსახურების მუშაობის სტილს ჰგავს, რაც უკვე სხვა კითხვებს აღძრავს ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით. შემდეგ, შემთხვევით ვიგებთ, რომ ეს ორგანიზაციები არიან დამფინანსებლები იმ პარტიების, რომლებიც დღეს რადიკალურ დღის წესრიგს ახორციელებენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები