შალვა პაპუაშვილი: მიმდინარე მიტინგები გაცდა იმ მშვიდობიანი პროტესტის კულტურას, რომელიც საქართველოში იყო დამკვიდრებული – ყოველთვის ვამაყობდით, რომ პროტესტების დროს ხიდან ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდებოდა ხოლმე

“მიმდინარე მიტინგებმა დაგვანახა, რომ ეს პროცესი ყველანაირად გაცდა იმ მშვიდობიანი პროტესტის კულტურას, რომელიც საქართველოში იყო დამკვიდრებული და რომელსაც ანგრევს „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით, რომ პროტესტების დროს ხიდან ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდებოდა ხოლმე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ფიქსირდება შანტაჟის და ზეწოლის ფაქტებიც.

„ვხედავთ შანტაჟს და ზეწოლას საზოგადოების გამორჩეულ წევრებზე, სპორტსმენებზე, ხელოვანებზე. ნახეთ როგორი ზეწოლაა მათზე, იმისთვის რომ დაფიქსირდეს „ნაციონალური მოძრაობის“ და აქციების მონაწილეების სასურველი პოზიცია, მათ შორის სიტყვა-სიტყვით სასურველი პოზიცია. პირდაპირ ცენზურაზე არიან გადასულები ტერორის მეთოდებით და იმ შემთხვევაში თუ რაღაც სიტყვა, რაღაც ფრაზა არ ემთხვევა, დამატებით მორალურ ტერორზე გადადიან. როგორც ამ ადამიანების, ასევე მათი ოჯახის წევრების მისამართით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ შეაფასოს ეს. ეს ეწინააღმდეგება საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ პროტესტის კულტურას.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები დაფიქრდნენ, რომ ეს არ არის მათ ოთახში ნათქვამი სიტყვები, არამედ საჯარო განცხადებები, რომლებიც შემდეგ აღვივებს ზიზღს, დაპირისპირებას საზოგადოებაში, ახდენს მორალურ ტერორს სხვა ადამიანებზე, მათ ოჯახის წევრებზე. თავისთავად, როდესაც საზოგადოებას ექნება რაიმე რეაქცია, მორალური შეფასება ამ საკითხების, ეს ადამიანებიც მოერიდებიან ასეთი სახის ქმედებებსა და განცხადებებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები