გიორგი ვოლსკი: ამ კანონის უკან არანაირი არც პათოსით, არც ფორმულირებით, არაფერი რუსული არ დევს

,,პლენარულ სხდომაზე მიღების შემდეგ, უნდა ველოდოთ პრეზიდენტის ვეტოს, ეს ვეტოც განსახილველია, ამასაც ვადები აქვს და ვეტოს დაძლევის შემთხვევაში რეალურად მიღებული იქნება ეს კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ,, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტში არაფერია რუსული.

„ჩვენი მთავარი ლოზუნგი არის „არა რუსულ კანონს“ და, რა თქმა უნდა, დიახ, „კი გამჭვირვალობას“. ამ კანონის უკან არანაირი არც პათოსით, არც ფორმულირებით, არაფერი რუსული არ დევს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები