უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართველები ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულები არიან ბესო ლომიძე, დათო გოგაძე.

„სამწუხაროდ, კიდევ ორი მაგარი ქართველი დავკარგეთ, ნათელში იყავით ძმებო“, – წერს ვანო ნადირაძე Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, დაღუპულია 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები