ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო წინდები

ვარიკოზის გამომწვევ უამრავ მიზეზს შორის გენეტიკისა და სხვადასხვა დაავადების როლი საკმაოდ დიდია. ეს ბავშვობის ასაკიდან, რა თქმა უნდა, არ არის შესამჩნევი. დროთა განმავლობაში გენეტიკური ფაქტორი თავს იჩენს და კლინიკურად გამოვლინდება. გარდა ამისა, შესაძლოა, ვარიკოზი რომელიმე დაავადების სახით იყოს გამოწვეული. ამ პრობლემის დროს რეკომენდებულია პაციენტმა ატაროს ქუსლიანი ფეხსაცმელი – როცა წვივი დაჭიმულია, კუნთების აპონევროზი ელასტიკური ბანდის მსგავსად უჭერს ზედაპირულ ვენებს. გარდა ამისა, მკურნალობის პროცესში აქტიურად იყენებენ ვარიკოზის საწინააღმდეგო წინდებს. ეს პროდუქცია გამოიყენება ვენების სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკის მიზნითა და სამკურნალოდ.

ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო წინდები ხელს უწყობს:

  • ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას;
  • ქვედა კიდურებში შეშუპების, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნების მოხსნას ;
  • დაავადების შემდგომი პროგრესირების პრევენციას.

განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ანტითრომბოებოლური წინდა – გამოიყენება თრომბოზისა და თრომბოემბოლიის საპროფილაქტიკოდ, ასევე, წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ასევე გამოიყენება ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიისა და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.
  • ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი ორსულთათვის – გამოიყენება ორსულებში ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს. აჩქარებს ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას და ხელს უწყობს ცირკულაციის გაუმჯობესებას.
  • ვარიკოზული ვენების წინდა მუხლამდე – გამოიყენება ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით. საუკეთესოდ უზრუნველყოფს თერმოიზოლაციას.
  • ვარიკოზის მაღალყელიანი წინდა – COTTON-ის ქვებრენდის ამ პროდუქციის შიდა მხარისთვის გამოყენებულია სპეციალური ბამბის ქსოვილი, რომელიც უშუალოდ ეხება კანს, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და ინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს კლიმატის მკვეთრი ცვალებადობის დროს. წინდები არის შავი და კარამელისფერი.

ასევე ზოგიერთი მათგანი გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აღნიშნული პროდუქცია ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს.

ამ პროდუქტების ფართო ასორტიმენტი წარმოდგენილია სამედიცინო კომპანია „ახალ ხედვაში“. თითოეული მათგანი უმაღლესი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. ამ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია კომპანიის მაღაზიათა ქსელში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. „ახალი ხედვის“ საიტზე დარეგისტრირების შემთხვევაში კი პროდუქტის გამოწერას მარტივად შეძლებთ. თბილისის მასშტაბით სასურველ პროდუქტს კონსულტანტი უმოკლეს ვადაში მოგაწვდით, რეგიონებში კი ფოსტის საშუალებით მიიღებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები